განახლებადი ენერგია

ქარის ენერგიის მწარმოებელი კომპანიები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან

Alstom-ის ქარის ფერმა გაერთიანებულ სამეფოში
alstom.com

განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე კომპანიების წინაშე არსებული ისეთი გამოწვევები, როგორიცაა მომარაგების ჯაჭვის გაუმართაობა, ხარვეზიანი წარმოება და პროდუქციის წარმოების თვითღირებულების ზრდა, მსოფლიოში სახელმწიფოების მიერ მწვანე ენერგიაზე გადასვლის პოლიტიკას პრობლემების წინაშე აყენებს.

Siemens Gamesa-ს, რომელიც Siemens Energy-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, ქარის ტურბინები ესპანეთსა და დანიაში აქვს განთავსებული. კომპანიამ წარმოებაში არსებული პრობლემების გამო წლიური მოგების პროგნოზი შეამცირა და გერმანიის მთავრობას 16 მილიარდი ევროს ფინანსური გარანტიებს გაცემა სთხოვა.

ამავდროულადმ, ნავთობისა და გაზის კომპანიების მიერ ზღვის ფსკერიდან ენერგორესურსების მოპოვების გაზრდა ბაზარზე ენერგიის ფასს მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის დიდი ტვირთია, შემცირებული ფასის პირობებში განახლებადი ენერგიის წარმოება არამომგებიანია და ხშირად, კომპანიები ამერიკული და ევროპული ქვეყნების მიერ სუბსიდირების შედეგად ბაზარზე წონასწორობის აღდგენის იმედად რჩებიან. 

შესაბამისად, განახლებადი ენერგიის წარმოების არახარჯთეფექტურობის გამო, წლის დასაწყისში სექტორში მომუშავე კომპანიების აქციები მკვეთრად გაუფასურდა. 

როგორც Allianz Research-ის წინა კვირას გამოქვეყნებული ანგარიშით გახდა ცნობილი, მსოფლიოს რვა უმსხვილესი, განახლებად ენერგიის სფეროში მომუშავე კომპანიის აქტივები პირველ ექვს თვეში 3 მილიარდი დოლარით შემცირდა. "მთლიანი სექტორი დგას ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯების, ხარისხის კონტროლისა და მიწოდების ჯაჭვის გაუმართაობის პრობლემის წინაშე. ინფლაცია და ენერგომატარებლების ფასის მერყეობამ ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა ხარჯები, რამაც ბევრი პროექტის ხარჯთეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ბევრი პროექტი აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში დაიხურება სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე, რამდენადაც ამ პროექტების განხორციელება ჯერ კიდევ ენერგეტიკულ კრიზისამდე, შესყიდვის გარანტირებული ტარიფების პირობებში დაიდო" - ნათქვამია Allianz Research ანგარიშში. 

დანიურმა ენერგეტიკულმა კომპანია Ørsted-მა მიუხედავად დადებითი წლიური ბალანსისა, პროგნოზით გათვალისწინებული მოგება შეამცირა და აშშ-ში დაგეგმილი ორი პროექტი გააუქმა, რამაც კომპანიის აქციების 5,6 მილიარდი დოლარით შემცირება გამიწვია.

კომენტარები