არჩევნები 2024

კირთაძე: ბარიერი არ განაპირობებს იმას, შევძლებთ თუ არა ავტოკრატიული რეჟიმის შეცვლას

ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის პოლიტიკური პლურალიზმის მისაღწევად დაბალი ბარიერი მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ამან არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში, თითქოს, დაბალი ან მაღალი ბარიერი განაპირობებს იმას, შევძლებთ თუ არა ავტოკრატიული რეჟიმის შეცვლას. იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ, აუცილებელია, საკმარისი რაოდენობით მოქალაქე ჩავრთოთ ამ პროცესში და დაბალი და მაღალი ბარიერის მიუხედავად, შევძლებთ ამ რეჟიმის დემოკრატიული ალტერნატივით ჩანაცვლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც დაბალი ბარიერი გვიშველის. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე. ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის 2022 წლის განცხადებით, თუ საქართველო დეკემბერში ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს მიიღებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითა და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება. ამის მიუხედავად, მმართველი გუნდის ლიდერები დღეს ამბობენ, რომ ეს საკითხი არ განიხილება და არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.

კომენტარები