საქართველო-ჩინეთი

კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩინეთთან პარტნიორობა მეტად გაღრმავდეს

ქალბატონ სალომესთან დაკავშირებით არ მინდა, პოლემიკაში შევიდე, ადამიანთან, რომელიც კონსტიტუციას პირველი უნდა იცავდეს და სამწუხაროდ, მას არღვევს. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეინარჩუნოს და უფრო საინტერესო გახადოს ჩინეთთან  ურთიერთობები. ჩვენ ვუფრთხილდებით ამგვარ ურთიერთობებს. დიდი რესურსი არის ამ მიმართულებით და ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს პარტნიორობა მეტად გაღრმავდეს.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუზე. კერძოდ, კითხვაზე, "გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან?", სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა - "ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა".

კომენტარები