კანდიდატის სტატუსი

სუბარი: სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი ჩვენ, ხალხის ძალას მიგვიძღვის

გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი სწორედ ჩვენ, ხალხის ძალას მიგვიძღვის. ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, როცა სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭეს, ჩვენ კი გარკვეული პირობების შეასრულებლად უპრეცედენტოდ მოკლე ვადა, 6 თვე მოგვცეს, მაშინ ვთქვით, რომ ეს ერთგვარი ხაფანგი იყო, რომელიც იმისთვის მოიგონეს, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელებულიყო - სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ ეს ხაფანგი 6-თვიანი ვადა იყო და არა თვითონ ის პირობები, რაც წამოგვიყენეს.

შემიძლია, დღეს თამამად ვთქვა, რომ სწორედ იმ სიმართლემ, რასაც საზოგადოებას ჩვენს ყოველ გამოსვლაში ვეუბნებოდით, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა შეუძლებელი გახადა და საბოლოოდ, კანდიდატის სტატუსი მიგვაღებინა.

თქვა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, მოძრაობა ხალხის ძალის წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

8 ნოემბერს ევროკომისიამ გარკვეული დათქმებით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

კომენტარები