ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა

ძაღლზე იძალადა და შემდეგ, კორპუსის მე-8 სართულიდან გადააგდო – 1 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა მამის კუთვნილი როტვეილერის ჯიშის ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ კორპუსის მე-8 სართულის აივნიდან გადააგდო. ბრალდებულის ქმედების შედეგად, ძაღლი გარდაიცვალა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობასა და სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები