თავდაცვის სამინისტრო

ვოლსკი: მე თვითონ მიჭამია ის, რასაც ჯარისკაცი მიირთმევს, უმაღლესი ხარისხია კვების

ეს არ არის ბრალდება, ეს არის უტიფრობის რაღაც გამოხატულება, რომელსაც საზღვარი არ აქვს. ხეპრე ადამიანთა ჯგუფის მოფიქრებული უტიფრობაა. მე თვითონ ახალგაზრდებთან ერთად სამხედრო ბრიგადაში მიმირთმევია, მიჭამია ის, რასაც ყველა ჯარისკაცი მიირთმევს. უმაღლესი ხარისხია კვების. ჯარს აქვს შესანიშნავი საკვები, შესანიშნავი მომარაგება და რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით, თუ რაიმე გადაცდომა იქნა, აუცილებლად უნდა იქნეს გამოვლენილი და არავის ინტერესში არ არის ამის დამალვა. 

თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ TV პირველზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ჯარს ვადაგასული და საკვებად გამოუსადეგარი პროდუქტით ამარაგებენ.  

კომენტარები