BBC

BBC-ის წამყვანმა პირდაპირ ეთერში შუა თითის ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა

BBC-ის ტელეწამყვანი, მარიამ მოშირი
The Times

BBC-ის ერთ-ერთმა მთავარმა ტელეწამყვანმა პირდაპირი ეთერის დასაწყისში კამერას მცირე ხნით შუა თითი აჩვენა, რისთვისაც X-ზე (ყოფილი Twitter-ი) ბოდიში მოიხადა. წამყვანის განმარტებით, არ ელოდა, თუ კადრი ეთერში მოხვდებოდა და ჟესტის გაკეთება სამუშაო ჯგუფის შიდა ხუმრობის სახით უნდოდა, სანამ პირდაპირი ეთერი დაიწყებოდა. 

"გადაცემის დაწყებამდე ვითომ 10-0-მდე ვითვლიდი დირექტორის პარალელურად... მათ შორის თითებით, რათა რიცხვი მეჩვენებინა. ესეიგი, 10 აწეული თითიდან ერთამდე. როცა ერთზე მივედით, შუა თითი შემოვატრიალე ხუმრობის სახით და არ მეგონა, კამერაზე თუ აისახებოდა. ეს ჯგუფის შიგნით პირადი ხუმრობა იყო და ბოდიშს ვიხდი, რომ ეთერში გავიდა!". – წერს წამყვანი X-ზე. 

BBC-ს ეთერში წამყვანს კამერისთვის შუა თითი აქამდეც უჩვენებია. 2010 წელს ამინდის პროგნოზის წამყვანმა ტომაშ შაფერნაკერმა ტელეწამყვანს ხუმრობით შუა თითი უჩვენა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ კამერა იღებდა, თავის მოჩვენება სცადა, თითქოს ნიკაპის მოფხანა უნდოდა

კომენტარები