ავსტრალია

ავსტრალიაში დააკავეს ქალი, რომელმაც 10 000 დონატით დატვირთული სატვირთო მანქანა გაიტაცა

GETTY

ავსტრალიაში დააკავეს 28 წლის ბიანკა ენ დენისი, რომელმაც ბენზინგასამართი სადგურიდან კომპანია Krispy Kreme-ის 10 000 დონატით დატვირთული სატვირთო მანქანა გაიტაცა. შემთხვევა 29 ნოემბერს შუადღით მოხდა, როდესაც სატვირთოს მძღოლი მანქანიდან ბენზის თანხის გადასახდელად გადმოვიდა. ქალი ორი კვირის მანძილზე მიმალვაში იყო. 

ბენზინგასამართ სადგურზე დამონტაჟებულ კამერებში ჩანს, რომ ბიანკა ენ დენისი სატვირთო მანქანის სიახლოვეს დადიოდა, როდესაც სატვირთო მანქანაზე აძვრა და გაიტაცა სანამ მძღოლი ფულს იხდიდა. 

"ის დაკავებულია მფლობელის თანხმობის გარეშე მანქანის წაყვანისთვის" - თქვა ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციის წარმომადგენელმა. 

ჯერჯერობით უცნობია ქალმა იცოდა თუ არა, რომ სატვირთო მანქანა დონატებით იყო სავსე. Krispy Kreme-ის თითო დონატი საშუალოდ ოთხ ამერიკულ დოლარად იყიდება. 

კომენტარები