შეზღუდვები გზებზე

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა 

Facebook/ საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროების მაღალი საფრთის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების მითითებით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები