შეზღუდვები გზებზე

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე კლდის მასის ჩამოშლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

Facebook post/საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდის მასის ჩამოშლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

უწყების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია სოფელ ქვაბღაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გზით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. 

კომენტარები