სირია

მედიის ცნობით, იორდანიამ სირიაზე საჰაერო იერიშები მიიტანა, მოჰყვა მსხვერპლი

იორდანიის სამეფო საჰაერო ძალების F-16-ები, 2009 წელი

მედიის ცნობით, იორდანიამ ისრაელზე იერიშები მიიტანა, რასაც 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას სირიის ლოკალური მედია და ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის მონიტორინგის ჯგუფები ავრცელებენ.

იორდანიის მთავრობაში ცნობასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

სირიის საზღვართან გასულ თვეში მომხდარი შეტაკებების შემდეგ, რაშიც, სავარაუდოდ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები მონაწილეობდნენ და ნარკოტიკები გადაჰქონდათ, იორდანიის არმიამ გასულ კვირებში საკუთარი სამხედრო კამპანია ნარკოტიკებით მოვაჭრე ჯგუფების წინაღმდეგ უფრო ხისტი გახადა.

ადგილობრივი გამოცემა Sham F.M.-ის ცნობით, იორდანიამ საჰაერო დარტყმები მიიტანა ქალაქ არმანში მდებარე ორ სახლზე, იერიშს მსხვერპლი მოჰყვა.

სირიული მედია Suwayda24 წერს, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც ღამით მიიტანეს, არმანის დასახლებულ პუნქტს შეეხო, იორდანიის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქს. ცნობების მიხედვით, დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, 5 ქალი და 3 კაცი. თუმცა ამ მედიას არ დაუზუსტებია, რომ დარტყმები იორდანელებმა მიიტანეს.

სირიაში ადამიანის უფლებათა დამკვირვებელი სამონიტორინგო ჯგუფის ცნობით, იორდანიის დარტყმს, სულ მცირე, 9 ადამიანის ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.

იორდანია და მისი დასავლელი მოკავშირეები უფრო ხშირად იმეორებდნენ ბრალდებას, რომ ლიბანში გამაგრებული, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა და სხვა პროირანული ჯგუფები უფრო აქტიურად ეწეოდნენ კონტრაბანდის გადატანას. ირანი და ჰეზბოლა უარყოფდნენ ბრალდებებს და ამბობდნენ, რომ ეს იყო დასავლეთის პროვოკაცია სირიის წინააღმდეგ. სირია ნარკოტიკების წარმოებისა და კონტრაბანდის ბრალდებას ასევე უარყოფს. 

კომენტარები