კრიმინალი აშშ-ში

კანზასელ წყვილს ნათესავის გვამის 6 წლით დამალვა და მისი პენსიის მითვისება ედება ბრალად

Getty Images

აშშ-ში, კანზასის შტატში წყვილს გარდაცვლილი ნათესავის გვამის 6 წლის განმავლობაში სახლში დამალვისა და მისი სახელით 215 ათას დოლარზე მეტი ოდენობის პენსიის თაღლითურად მითვისებისთვის ბრალი წარედგინა.

ოფიციალური პირების თქმით, მაიკ კეროლი 2016 წელს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა ოვერლენდ პარკის პოლიციამ მისი გვამი მხოლოდ 2022 წელს, მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც კაცის სიძემ, კირკ რიტერმა მისი გარდაცვალების შესახებ შეატყობინა.

პროკურორების ცნობით, 61 წლის ლინ და კირკ რიტერები კეროლის საბანკო ანგარიშიდან ფულის გამოტანასა და დახარჯვას აგრძელებდნენ მაშინაც, როცა კაცის "მუმიფიცირებული" ცხედარი მის კუთვნილ სახლში, საწოლზე იყო დასვენებული. ლინ რიტერი გარდაცვლილი კაცის ქალიშვილია.

მათივე ინფორმაციით, კეროლის საბანკო ანგარიშიდან გატანილმა თანხამ მისი გარდაცვალების შემდგომ პერიოდში $216 067 შეადგინა.

Kansas City Star-სთან ინტერვიუში კეროლის სხვა ნათესავებმა თქვეს, რომ კაცთან დაკავშირების მცდელობებისას, რიტერები სხვადასხვა საბაბს ასახელებდნენ, რის გამოც მოხუცს ტელეფონზე ლაპარაკი არ შეეძლო, რის გამოც, კეროლი ცოცხალი ეგონათ.

წყვილი სასამართლოს წინაშე 2 თებერვალს წარდგება.

კომენტარები