ნიდერლანდები

ნიდერლანდების პროკურატურა ფეხბურთელ ქუინსი პრომსისთვის 9 წლით პატიმრობას ითხოვს

32 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელს, ქუინსი პრომსს ამსტერდამის სასამართლომ შესაძლოა პატიმრობა მიუსაჯოს. პროკურატურამ სასამართლოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთის თხოვნით ცოტა ხნის წინ მიმართა. 

პროუმსს ბელგიის საპორტო ქალაქ ანტვერპენიდან ნიდერლანდებში 1 361 კგ კოკაინის კონტრაბანდა ედება ბრალად. პროკურატურის ინფორმაციით, პრომსთან ერთად კონტრაბანდაში კიდევ რამდენიმე პირია გარეული, მათგან ყველა დაკავებულია. 

პრომსი მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელია და ის რუსეთში რჩება, შესაბამისად, მას არ უთანამშრომლია გამოძიებასთან და არც სასამართლოზე გამოცხადდა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ პრომსი დანაშაულში მონაწილეობდა. 

ამის მიუხედავად, პროკურატურა ამტკიცებს, რომ მოიპოვეს პრომსსა და მის პარტნიორებს შორის მიმოწერა, რითიც ფეხბურთელის დანაშაულში მონაწილეობა დასტურდება.

მოსამართლემ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 14 თებერვალს უნდა მიიღოს. 

პროუმსს მანამდე მკვლელობის მცდელობაშიც ედებოდა ბრალი, რის გამოც, სპარტაკის ფეხბურთელმა განაცხადი შეიტანა რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად.

ქუინსი პრომსი მოსკოვის სპარტაკში ამსტერდამის აიაქსიდან 2021 წელს გადავიდა.

კომენტარები