ბელარუსი

ბელარუსში პოლიტპატიმრების ნათესავები მასობრივად დააკავეს

Politik.am

23 იანვარს კგბ-მ მთელ ბელარუსში პოლიტპატიმრების ნათესავების სახლები გაჩხრიკეს, ნაწილი კი დააკავეს.

ბელარუსული ოპოზიციური მედიების ცნობით ჩხრეკა და დაკავება შეეხო მინიმუმ 73 ადამიანს. დაკავებულებს შორის არიან საპრეზიდენტო არჩევნების ყოფილი კანდიდატის, ნიკოლაი სტატკევიჩის ცოლი მარინა ადამოვიჩი და 76 წლის ვიტებსკელი აქტივისტი ბორის ჰამაიდა.

გამოცემა ზერკალოს ინფორმაციით 23 იანვრის ჩხრეკა შეეხოთ ადამიანებს, რომლებიც ერთ-ერთ დახურულ ჩეთში იყვნენ, სადაც პოლიტპატიმრები საყოფაცხოვრებო საკითხებს განიხილავდნენ. ჟურნალისტების თქმით სამართალდამცავებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს იმ აქტივისტების მიმართ, ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია BYSOL-ის შესახებ წერდა.

BYSOL 2020 წელს დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასიური დაპატიმრებების საქმეებზე მუშაობს.

ჩხრეკის ორდერებში ფიგურირებდა "ფინანსური ექსტრემისტული საქმიანობისა" და "ექსტრემისტულ დაჯგუფებებში მონაწილეობის" მუხლები.

კომენტარები