ბელარუსი

ლუკაშენკო: არ მჯერა რომ მეტი ნავთობი არ გვაქვს, უნდა ვთხაროთ და ვეძებოთ

ალექსანდრ ლუკაშენკო
Unian

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ახლადდანიშნულ ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტს, სერგეი მასლიაკს ქვეყანაში ნავთობის ახალი საბადოების მოძებნა დაავალა.

"პირდაპირ ვიტყვი: უნდა ვთხაროთ და ვეძებოთ. გარდა ამისა, საჭიროა, რომ შენ (მიმართავს მასლიაკს) ამ მიმართულებით ყველას მუშაობა უნდა აიძულო. 

არ მჯერა რომ, ჩვენს წიაღში არ არის ის, რაც გვჭირდება. აი, ოდნავადაც, რომ ამოვხსნათ ეს ამოცანა, ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია (მასლიაკის) ძეგლი დავდგათ. არ მჯერა, რომ არ გვაქვს ნავთობის მეტი მოცულობა". – მიმართავს მასლიაკს ბელარუსის ლიდერი.

ბელარუსი ნავთობის მოპოვების რეიტინგში 59-ე ადგილს იკავებს და დღეში 29 000 ბარელს მოიპოვებს.

კომენტარები