მკვლელობა პოლონეთში

პოლონეთში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

პოლონური მედიის ინფორმაციით, ვროცლავის ცენტრში, ორმა უცხოელმა 21 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ სცემა. პოლიციამ საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა.

"ეს არის საქართველოს ორი ახალგაზრდა მოქალაქე. ჩვენ ვიცით, რომ დამნაშავე ორი იყო. ამჟამად მათი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები"  - ამბობს ვროცლავის საოლქო პროკურატურის სპიკერი, ანა პლაჩეკ-გჟელაკი.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი შაბათს, 27 იანვარს, დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა. პოლიციის ცნობით, დაკავებულებმა ინციდენტის დროს "სახიფათო იარაღი" გამოიყენეს, რის გამოც, 21 წლის პოლონელი დაიღუპა. 

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავებულებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები