თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცის ცხედარი იპოვეს.
ტაბულას ინფორმაციით, მამაკაცის სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, გულის დაავადება გახდა.
დაცვის პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილი თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ვალერიან გოგატიშვილია.
"პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა". - ნათქვამია განცხადებაში.
დაცვის პოლიციის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს.