ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბეჟაშვილი: გამარჯვების კოალიციამ შესთავაზა სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატობა

მიუხედავად ამ მდგომარეობისა, რომელშიც არის, ამ წამებასთან გათანაბრებული პირობებისა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, პირდაპირ განაცხადა, რომ ის მზად არის, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის, საზოგადოების წინაშე, გააერთიანოს პოლიტიკური პარტიები და ჩაუდგეს აი ამ ბრძოლას, საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლას, ამიტომ გამარჯვების კოალიციამ შესთავაზა მას პრემიერმინისტრობის კანდიდატობა.

ბუნებრივია, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდეს პოლიტიკური კონსულტაციები და ის თავად ჩამოყალიბდეს, რა ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და რა ფორმით ჩაუდგება ამ პროცესებს სათავეში. [...] ბუნებრივია, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები გვექნება სხვადასხვა პარტიებთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ახალ სახეებთან პოლიტიკაში, რომელსაც მოვიზიდავთ და ბუნებრივია, ეს პროცესი წარმოაჩენს და გვაჩვენებს მიხეილ სააკაშვილს, რა როლი, რა ფუნქცია ექნება ამ პროცესში.

თქვა ენმ-ს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები