პრეზიდენტის მოხსენება

საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება – პრეზიდენტმა ივანიშვილს მიმართა

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

"საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტის თავჯდომარე და არც მმართველი პარტიის თავჯდომარეები, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას. ამიტომ, მივმართავ ბიძინა ივანიშვილს" – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მიმართვისას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ფორმალურად დაბრუნებას გამოეხმაურა. 

"საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტის თავჯდომარე და არც მმართველი პარტიის თავჯდომარეები, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას.

ამიტომ, მივმართავ ბიძინა ივანიშვილს – საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციასა და  ქვეყნის საგარეო კურსზე.

საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ. ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა თუ განსხვავებული აზრის გამო უშვებთ თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით.

რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ და როდის აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას.

საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება, როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს, მაშინ, როდესაც ერთი მხრივ ებრძვით, ან ასე ამბობთ, ნაციონალურ მოძრაობას და მეორე მხრივ, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ" – თქვა ზურაბიშვილმა. 

კომენტარები