ასევე, მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას. თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია. ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ, ან გითხრათ გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა. ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა.
პრეზიდენტის მოხსენება
პრეზიდენტი ოპოზიციას: დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, თქვენც გაკისრიათ პასუხისმგებლობა
tbl.ge/6opz
დაკოპირდა
თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს.
ამავე თემაზე
- მდინარაძე ზურაბიშვილზე: პოზიტივთან დაკავშირებით ფორმალურ პრეზიდენტს არაფერი არ უთქვამს
- პრეზიდენტი: გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის"
- საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება – პრეზიდენტმა ივანიშვილს მიმართა
- პრეზიდენტი: სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა
- ზურაბიშვილი: მთავრობის კურსის ფერისცვალება ივანიშვილის მიერ პოლიტიკის დატოვებით იწყება