კონკურენციის სააგენტო

კვების ობიექტების მენიუში ჯამური ფასის მითითება სავალდებულო იქნება

კონკურენციის სააგენტომ კვებითი მომსახურების სექტორში ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა. უწყების ცნობით, ამის მიზეზი მომხმარებლის ინტერესების დაცვაა.

"სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო, ჯამური ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი". - წერია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო, 2 მოვაჭრეს 1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. 

კომენტარები