ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 727 698 ლარად პოპულაციების მართვის ცენტრს ააშენებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე პოპულაციების მართვის ახალი თანამედროვე სტანდარტების ცენტრი აშენდება. სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, ცენტრს შპს ბილდკინგს ააშენებს და ჯამში 727 698 ლარი დაჯდება.

"პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა. შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების ელექტრო გაყვანილობის სისტემებით". - წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.

მათივე ცნობით, ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება თავშესაფრის შენობისგან და იქ ცხოველებს მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით გადაიყვანენ, თავშესაფრის სრული პერიმეტრი კი ღობით შემოისაზღვრება.

სააგენტო ასევე წერს, რომ ცენტრის მშენებლობა და მოწყობა მიმდინარე წელს დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 30 აგვისტომდე აქვს.

იხილეთ პროექტის ფოტოები:

კომენტარები