ნუ ეძებთ რაღაც სკანდალს - ვერ იპოვით, დამერწმუნეთ. ძალიან მარტივად არის მდგომარეობა რეალურად. მთავრობის მეთაური არის ირაკლი კობახიძე. მე როდესაც ვიყავი პრემიერმინისტრი, მაშინ, თუ არ ვცდები, 6 მინისტრი შევცვალე - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ირაკლი კობახიძეს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, ან პირიქით. მე როგორც ვიცი, თავად მინისტრს [ზურაბ აზარაშვილს] ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები და ასევე, პრემიერსაც - ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა დამშვიდობება. მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის. პრემიერის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა.
მე მოვისმინე რაღაც სხვა განცხადებებიც, რომ თითქოს, ადმინისტრაციის უფროსიც [რევაზ ჯაველიძე] გაუშვა. უკაცრავად, ადმინისტრაციის უფროსი არის ნდობით აღჭურვილი პირი პრემიერმინისტრის. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი.