საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: ზიარებაზე დადიან სურათებისთვის, იყენებენ პიარისთვის, მე არ შევცვლილვარ

მე არაფერი არ მითქვამს იმის შესახებ თუ რა ხდება ქართულ ეკლესიაში. ეს არის იგივე, რასაც ადრე ვამბობდი.

არის სურვილი ზოგიერთი წრეებიდან, რომ მე მომნათლონ, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ათეისტად.

 ის ადამიანები, რომლებიც პატრიარქთან დადიან სურათებისთვის, ზიარებაზე დადიან სურათებისთვის და ამ ყველაფერს იყენებენ დღევანდელ დღეს პიარისთვის, რაც ადრე არ იყო მათ მრწამსში და ქცევაში. მე არ შევცვლილვარ, მე სულ მჯეროდა და დღესაც მჯერა.

კითხვაზე პასუხად, არის თუ არა ქართული ეკლესია პრორუსული, მე ეს ვთქვი, პასუხი იყო, რომ მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ იქნება როგორიც იყო ქართული ეკლესია - პროდასავლური, პროევროპული, იმიტომ, რომ ქართულმა ეკლესიამ მუდმივად შეინარჩუნა კი არა, დროში დაასწრო სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მშენებლობაში, ჩვენი ისტორიის ყველა ეტაპზე.

ეს მე არ მესწავლება და მე არაფერი მაქვს ასახსნელი. უნდა დასრულდეს ინტერპრეტაციები, როდესაც ხალხს უტრიალებენ, ვითომ შეურაცხყოფას... რომ როგორ შეიძლება ასეთი რამე თქვა. არაფერი არ მითქვამს.. მაგრამ მე არ შემიძლია გავჩუმდე იმაზე, რომ არის მუდმივი დისკრედიტაციის მცდელობა, ყველა კუთხით - პოლიტიკური იქნება თუ რაც შეიძლება მონახული იყოს. ამავე დროს, სულ მიდის საუბარი, რომ "პრეზიდენტი არაფერი არ არის", "არ აქვს არანაირი როლი", "არაფერს არ ამბობს პარლამენტში გამოსვლის დროს", თუ ასეა, რა საჭიროა ასეთი დისკრედიტაცია მუდმივად? - ყოველდღიურად ისმის ჩემი სახელი სხვადასხვა ბრალდებით. მე ვარ ის, რაც ვიყავი და რაც ვიქნები მუდამ, არაფერი შეცვლილა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ლონდონში გაკეთებული განცხადება განმარტა.

კომენტარები