საქართველოს პრეზიდენტი

ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე: 1% ჰქონდა, მოკიდა ხელი ივანიშვილმა და დასვა პრეზიდენტად

სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან, რომ იტყვიან. 

ადამიანს, რომელსაც ალბათ, წარმოდგენა და ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ იგი გახდებოდა პრეზიდენტი, ასეთ ადამიანს, რომლის რეიტინგიც იყო 1% დაახლოებით, მოკიდა ხელი ქართულმა ოცნებამ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვეს პრეზიდენტად.

რამდენიმე წელიწადში ვხედავთ, როგორაა ჩართული სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამ დესტრუქციული, მტრული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალის პოლიტიკაში, ფერხულში პირდაპირ, მათთან კოორდინაციაში.

სამწუხაროა ძალიან, მაგრამ ქართველი ხალხი ძალიან მალე გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას. ძალიან მალე დაუმთავრდება სალომე ზურაბიშვილს ვადა პრეზიდენტობის და ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, შესაბამის დასკვნას გააკეთებს მის მოღვაწეობაზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები