მე ვფიქრობ, ქართული ოცნება ბარიერის დაწევას მხოლოდ მაშინ დათანხმდება, თუ დაინახავს, რომ ეს თავის ინტერესში იქნება. ისინი ბარიერს იმიტომ არ დაწევენ, რომ ვთქვათ, ეს დემოკრატიისთვის ან ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესია. ჩვენი პოლიტიკური პოზიცია არის ის, რომ ბარიერი დასაწევი კი არა, პირიქით, ასაწევია. რადგან, ოცნება სულ იმაზე აპელირებს, რომ ბარიერის დაწევას ყველა იმის გამო ითხოვს, რომ ეს გვჭირდება, რომ როგორღაც პარლამენტში მოვხვდეთ. ჩვენი მიზანი კი როგორმე პარლამენტში მოხვედრა არ უნდა იყოს. ჩვენი მიზანი დღევანდელი რეალობის შეცვლაა. ამიტომ, ჩვენ ბარიერის დაწევას არ ვითხოვთ. პირიქით, ბარიერი რომც აწიონ, ჩვენი პოლიტიკური პოზიცია ეს უფრო მეტად იქნებოდა [...] ჩვენთვის სწორი არის, რომ ბარიერი იგივე დარჩეს, ან გაზარდონ. ჩვენ ოცნებას მოვუწოდეთ კიდეც, რომ ბარიერი აწიონ [...] ჩვენი მიზანი არაა, მხარი იმას დავუჭიროთ და დავეთანხმოთ, რაც ქართული ოცნების ინტერესშია.
tbl.ge/6q8h
დაკოპირდა
თქვა გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა TV პირველის ეთერში.
გიორგი გახარიას პარტიასაქართველოსთვისპარტია საქართველოსთვისმიხეილ დაუშვილიარჩევნები 2024საარჩევნო ბარიერი
ამავე თემაზე
- აქუბარდია: გარანტიას მე გაძლევთ, ვერც ენმ მართავს ქვეყანას ერთპარტიულად და ვერც ოცნება
- სააკაშვილი: არჩევნები დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს
- ონიანი: 14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, იგინებოდნენ, აბრახუნებდნენ, ანუ ბავშვი შეაშინეს
- ღვინიანიძე: აასრულეს მუქარა, რომელიც გვეგონა, რომ სატელეფონო ხუმრობა იქნებოდა
- დიმიტრი ჩიქოვანს თავს დაესხნენ და სცემეს