2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები

დაუმორჩილებლის მკვლელობის შემდეგ, პუტინი დამორჩილებულ კონკურენტებს შეხვდა

Kommersant.ru

ვლადიმირ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად გამარჯვებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს შეხვდა.

შეხვედრას სამივე ე.წ. ოპოზიციური კანდიდატი ნიკოლაი ხარიტონოვი, ლეონიდ სლუცკი და ვლადისლავ დავანკოვი.

შეხვედრაზე ხარიტონოვმა პუტინს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ კომუნისტური პარტია მის გამარჯვებას აღიარებს. სლუცკიმ პუტინის გამარჯვებას ისტორიული უწოდა.

პუტინმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არჩევნებმა ცივილურად ჩაიარა და მომავალში ოთხივე კანდიდატმა უნდა გააგრძელოს აქტიური ერთობლივი მუშაობა.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინის სამივე კონკურენტი მთავრობის მიერ მართული ოპოზიციური პარტიიდან არის. ერთადერთი კანდიდატი, რომელიც პუტინის კურსს აკრიტიკებდა ბორის ნადეჟდინი იყო, რომელსაც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასე გამოიყურება:

  • ვლადიმირ პუტინი – 87.28%
  • ნიკოლაი ხარიტონოვი – 4.31%
  • ვლადისლავ დავანკოვი – 3.85%
  • ლეონიდ სლუცკი – 3.20%

კომენტარები