სომხეთი

სომხეთში, ნორ-ნორქში პირი პოლიციის შენობაში ხელყუმბარით შეიჭრა

შემთხვევის ადგილი
civilnet.am

ადგილობრივი დროით 17:00-ზე სომხეთში, ნორ-ნორქში სამმა პირმა პოლიციის განყოფილების შენობაში შეღწევა სცადა. მათ ხელყუმბარა გამოიყენეს, რის შედეგადაც თავად განყოფილებაზე თავდამსხმელი ორი ადამიანი დაიჭრა.

მესამე პირი გამაგრდა პოლიციის განყოფილების შენობის შესასვლელში, სადაც ხელყუმბარით ხელში იდგა. სომხურ მედიაში წერენ, რომ არ ისმოდა, თუ რას ყვიროდა თავდამსხმელი. უცნობია მისი მოთხოვნებიც. 

დაჭრილი თავდამსხმელები ჰოსპიტალიზებულები არიან.

პოლიცია პირთან, რომელსაც ხელყუმბარა ეჭირა, მოლაპარაკებებს თითქმის 2 საათი აწარმოებდა. საბოლოოდ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმმა თავდამსხმელი უვნებელყო. უცნობი პირი დაკავებულია.

კომენტარები