საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ზესტაფონის ახალი შემოვლითი გზით გადაადგილება მაისიდან იქნება შესაძლებელი.
უწყების ცნობით, E60 ავტომაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის მშენებლობა.
"ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი, ხოლო 10 გვირაბიდან ათივე გვირაბი გაჭრილია. სამუშაოების ფიზიკური პროგრესი დღეის მდგომარეობით 80%-ია.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი." - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.