2024 წლის 7 მაისიდან - ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით.
Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737- ით შეასრულებს.
ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.