თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJET იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით იფრენს. ავიარეისები 2024 წლის 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად შესრულდება.
AJET-თან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ასევე ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia-ც იწყებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ფრენებს ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით შეასრულებს.