აშშ

აშშ-ში ხიდის ჩამონგრევის შედეგად წყალში ჩავარდნილი ორი პირის ცხედარი ამოიტანეს

სატვირთო გემი მერილენდის ქალაქ ბალტიმორში ხიდს 26 მარტს შეეჯახა
Al Drago/Bloomberg

აშშ-ს მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი DALI ფრენსის სკოტ ქის სახელობის ხიდს 26 მარტს დაეჯახა და ჩამოანგრია.

დღეს, მაშველებმა ხიდის ჩამონგრევის შედეგად წყალში ჩავარდნილი ორი პირის ცხედარი იპოვეს, რომლებიც შეჯახების დროს ხიდზე იმყოფებოდნენ. გავრცელებული ცნობებით, მათი ცხედრები მანქანაში აღმოაჩინეს.

ინციდენტამდე ხიდზე 6 პირი გზის სარემონტო სამუშაოს ასრულებდა. ამ დროისთვის დანარჩენი ოთხი პირი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, თუმცა სანაპირო დაცვის მაღალჩინოსნის შენონ გილრეთის თქმით, "არ გვგონია, რომ ამ [დაკარგული] ინდივიდებიდან რომელიმეს ცოცხალს ვიპოვით".

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელობაში მიიჩნევენ, რომ კიდევ ერთი მანქანა, რომელსაც ეძებენ, ხიდის ნანგრევებშია მოყოლილი. თუმცა, მაშველები ვერ ახერხებენ, სავარაუდო ადგილსამყოფლამდე უსაფრთხოდ მიღწევას.

მანამდე, მაშველებმა წყლიდან ორი მუშა გადაარჩინეს, რომლებიც ამავე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები