გზების დეპარტამენტი

რიკოთის ძველ გვირაბში 3-5 აპრილს ტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება

რიკოთის გვირაბი
გზების დეპარტამენტი

გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი) 3-დან 5 აპრილამდე 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე ტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება. 

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება

დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით" - წერია გზების დეპარტამენტის გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები