Black sea arena

Scorpions-ის კონცერტის ბილეთების ფასები ცნობილია – ჩამონათვალი

Black Sea Arena-მ გერმანული ჰარდ როკ ჯგუფის Scorpions-ის კონცერტის ბილეთების ფასები გამოაქვეყნა.

ბილეთების ფასები 145 ლარიდან იწყება, შემდეგი კატეგორიები კი – 165 ლარი, 220 ლარი, 280 ლარი და 550 ლარი ღირს.

ბილეთების გაყიდვა 3 აპრილს, 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება. BSA.ge-ზე მომხმარებელს მხოლოდ კატეგორია "Star Ring"-ის ბილეთებს შეძენა შეეძლება, TKT.ge-ზე კი ნებისმიერი კატეგორიას.

გერმანული ჯგუფი კონცერტს  Black Sea Arena-ს 2-წლიანი კამპანიის - Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს. მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან და მისივე თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

კომენტარები