მოლდოვა

მოლდოვაში რუსეთის იმპერიის დროშა ექსტრემისტულად აღიარეს

AP Photos/Alexander Zemlianichenko

მოლდოვაში რუსეთის იმპერიის შავ-ყვითელ-თეთრი დროშა ექსტრემისტულად აღიარეს. 

გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და ინფორმაციის სამსახურის ერთობლივი მოთხოვნა კიშინიოვის სასამართლომ დააკმაყოფილა.

სამფერიანი დროშა რუსეთის იმპერიის ოფიციალური დროშა იყო 1858-1896 წლებში. დღეს მას აქტიურად იყენებენ რუსული ნაციონალისტური და მონარქიული მოძრაობები.

მოლდოვაში 2022 წლის აპრილიდან ძალაში შევიდა ე.წ. სამხედრო აგრესიის სიმბოლოების კანონი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში გარკვეული სიმბოლიკის მქონე ნივთების გამოჩენას კრძალავს და ჯარიმას ითვალისწინებს. აკრძალულ სიმბოლოებს შორის არის ასევე წმინდა გიორგის ლენტა.

კომენტარები