აქ ჩემი ქვეყნის მომავლისთვის ვარ, ეს პირდაპირი საბოტაჟია - ევროკავშირისკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოდ. მგონია, რომ ჩვენს მიზანს მაინც მივაღწევთ. ჩვენი მომავალი ევროპასთანაა დაკავშირებული. ხელისუფლების მხრიდან ამ კანონის ხელახლა ინიცირების მიზანი [ევროკავშირისკენ მიმავალი] გზის შეფერხებაა და მე მგონი, რომ არ გამოუვათ. მე იმის იმედიც მაქვს, რომ გონზე მოვლენ და უკან დაიხევენ.
tbl.ge/6r2y
დაკოპირდა
თქვა ნეტგაზეთთან საუბარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, ირაკლი მაჩხანელმა. ვეტერანი სპორტსმენი რუსთაველის გამზირზე, ევროკავშირის მხარდამჭერ და რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშს დაესწრო.
ამავე თემაზე
- ევროპარლამენტარები EU-ს ელჩს მთავრობის წევრებთან ერთად ლენტის გაჭრისთვის აკრიტიკებენ
- Z.axis: აქციას, სტაბილურად, დაახლოებით 80 000 ადამიანი ესწრებოდა
- მდინარაძე ამტკიცებს, რომ 100 000 მოწამის ხიდთან 20 000 კაცი არ ეტევა
- ლანდსბერგისი: დემონსტრანტებსა და აქტივისტებზე ძალადობა, დაშინება სამარცხვინო ტაქტიკაა
- 7 ოპოზიციური პარტია: კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, უპირობოდ უნდა იქნეს გაწვეული