რაც შეეხება გიორგის, მე მასზე კომენტარი არ გამიკეთებია. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, რომ საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია მასზე - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა და როგორ, ამაზე არ ვისაუბრებ და არც თემას გავშლი. გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო მას.
tbl.ge/6r63
დაკოპირდა
თბილისის მერი კახა კალაძე.
9 აპრილს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ის სთორიში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდასაჭერი ფოტო გამოაქვეყნა.
მას შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილის Instagram ანგარიში გაქრა, რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი დაწერა, რომ "საქართველოს გზა ევროპაშია".
ამის შემდეგ, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა - "რა გიკვირთ როინ ქოჩორაშვილის, ნაცია, გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ეს ჩემზე უკეთ იცით".
ამავე თემაზე
- გიული ჩოხელი რუსულ კანონზე: უკან რატომ დააბრუნეთ? რატომ აღიზიანებთ ულამაზეს თაობას?
- ბოკერია: სწორედ იმიტომ, რომ ასე ეშინიათ, აუცილებელია პროტესტის გაგრძელება და გაფართოება
- კრამონი პაპუაშვილზე: 425 ევროპარლამენტარს აქვს სურვილი, მას ევროკავშირის ანაბანა აუხსნას
- ბოკერია: სწორედ ოცნებაა ძალადობრივი არეულობის პარტია, რომელიც რუსეთთან არის შეკრული
- კასრაძე: ცემის მერე, საზოგადოების დიდ ნაწილს პროტესტი ექნება