ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 15 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.1 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.03 თეთრით. 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6699 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.845 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი - 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.85 ლარად.

კომენტარები