პირველ რიგში, როცა ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კანონი არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე. შეიძლება, ეს სხვების ინტერესებში არ შედიოდეს - განსაკუთრებით, მათი, ვისი ფინანსებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ შემოდის. სამწუხაროდ, საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა. მაგალითად, ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED) საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს, რაც სწორედ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოა.
1 წლის განმავლობაში, პირადად მე ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, EU-ს წარმომადგენლები დამერწმუნებინა, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარულად დაფინანსება არასწორი საქციელია. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელი და კანონის მიღება ამიტომაც გვიწევს [...] მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი.