რუსული კანონი

პაპუაშვილი აუსტრევიჩუსის განცხადებაზე ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს

გუშინ ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. ვგულისხმობ ბატონ აუსტრევიჩუსს. ეს ადამიანი, გარდა იმისა, რომ ევროპარლამენტის წევრია, არის ლიტვის სახელისუფლებო პარტიის წევრიც. ყველას შევახსენებ, რომ თავდასხმა პოლიციაზე, არის თავდასხმა სახელმწიფოზე. რადგან ის ქარის ლიტვის სახელისუფლებო პარტიის წევრი, კარგი იქნება, თუ შესაბამის განმარტებებს მოვისმენთ ლიტვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. 

ამავე დროს, ჩვენ გვახსოვს, ლიტვის ელჩის განცხადებაც 2021 წელს ნიკა მელიას დააკვებაზე, მან ძალადობა უწოდა პოლიციის ქმედებას.  

[...]ეს ტენდენციები პოლიციაზე თავდასხმისა, ლიტვის ელჩის მაშინდელი განცხადება, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის განცხადება, არის სამწუხარო და კარგი იქნება, თუ ლიტვის საელჩო ამაზე გააკეთებს განმარტებას. ეს არის მოლოტოვის კოქტეილების სროლის მხარდაჭერა, რაც ვნახეთ შარშან მარტში და ზუსტად იმავე მოლოტოვის კოქტეილების რომანტიზება იმავე ევროპარლამენტარების მიერ მართული ევროპის დემოკრატიული ფონდის დაფინანსებით ხდებოდა. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიტველი ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებასთან დაკავშირებით. აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში გამოსვლისას მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, "დააწესონ სანქციები, ქართველი პირების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან დემოკრატიულ პროცესებს და აორგანიზებელ მშვიდობიანი დემონსტრანტბების დევნას, კერძოდ, ზვიად ხარაზიშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ". 

კომენტარები