რუსული კანონი

სააკაშვილი: როგორც ეშმაკს ეშინია ჯვრის, ისე ეშინიათ ოლიგარქის მონებს სიტყვა ერთობის

მინდა, გითხრათ, რომ ახლა, როგორც არასდროს, ჩვენთვის მთავარია ერთი სიტყვა - ერთობა. დააკვირდით, ამ ჯოჯოხეთის მაშხალებს ამ სიტყვის როგორ ეშინიათ. როგორც ეშმაკს ეშინია საკმეველისა და ჯვრის, ისე ეშინიათ ამათ, ოლიგარქის მონებს სიტყვა ერთობის. ჩვენი გამარჯვების რეცეპტი ერთობაშია. ერთობას ვერანაირი ფული და უხეში ძალა ვერ დაამარცხებს. ნურაფრის შეგეშინდებათ, იმიტომ, რომ სანამ ერთიანები ვართ, ჩვენი დამმარცხებელი დედამიწის ზურგზე არ დაიარება. 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე ახალგაზრდებს მიმართა.

კომენტარები