რუსული კანონი

პაპუაშვილი: ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ

ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინა სამ რეზოლუციას, რომელშიც უარესები ეწერა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა, ან ევროკავშირს დაეწესებინა, კანდიდატის სტატუსი რომ არ მოეცათ, ეგეც იყო ჩაწერილი, მაგრამ მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ, რაც ასეთი სამწუხარო რეალობაა.

ივნისში არჩევნები არის ევროპარლამენტის, მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქეები უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სათანადო მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრის დროს.

ის საუბრობს რეზოლუციაზე, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო და ეხება საქართველოში რუსული კანონის მიღებას და შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ბლოკის კომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სანქცირების განხილვასა და საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გადახედვას.

კომენტარები