ევროპარლამენტის რეზოლუცია

იონათამიშვილი: ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!

ამბავი უნდა მოყვე, შეფასებაც არ სჭირდება - ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა:

1. სააკაშვილის გათავისუფლება;

2. ივანიშვილის დასანქცირება;

3. გამჭვირვალობის კანონის გაწვევა;

4. ოჯახური ღირებულებების საკონსტიტიციო ცვლილებების გაწვევა.

ავტორებმა, პროექტის დაინიცირებისას, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს…

ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით!

ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!

წერს ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ეხება საქართველოში რუსული კანონის მიღებას. დოკუმენტი შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, განიხილოს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და გადაიხედოს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი.

მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის მიღებით ევროპარლამენტი ითხოვს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია.

კომენტარები