რუსული კანონი

Massive Attack საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის და "შესაბამისად იმოქმედებს"

ბრიტანული ჯგუფის, Massive Attack-ის ერთ-ერთი წევრის თქმით, მისი მენეჯერი შეისწავლის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და აქედან გამომდინარე, ჯგუფი "შესაბამისად იმოქმედებს". ჯგუფის კონცერტი 28 ივლისს Black Sea Arena-ზე არის დაგეგმილი.

საქართველოს მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში ჯგუფს თხოვნით მიმართეს, სოლიდარობა გამოუცხადოს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც რუსული და ანტი-LGBTQ კანონპროექტების წინააღმდეგ იბრძვის. 

"მადლობა რომ დაგვიკავშირდით. თქვენი მოწერილი მენეჯერს გავუგზავნე და ჩვენ ამას ვიძიებთ. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით საქართველოში ადგილზე რა ხდება, თუმცა თუ ჩვენ გავარკვიეთ, რომ სიტუაცია ისეთია, როგორსაც თქვენ აღწერთ, აუცილებლად "ვიმოქმედებთ"" – წერს Massive Attack-ის წევრი.

ბრიტანული ჯგუფი კონცერტის გამართვა  Black Sea Arena-ს 2-წლიანი კამპანიის - Starring Georgia-ს ფარგლებში იგეგმება. მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან და მისივე თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

 

კომენტარები