რუსული კანონი

სეფაშვილი: ამერიკელი კონგრესმენების წერილი ფარისევლობაა

ვფიქრობ, ამერიკელი კონგრესმენების წერილი ფარისევლობაა, რადგან ჩვენი კანონი შთაგონებულია FARA-თი [...] არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფრის უკან რომელიმე ლობისტური კომპანია იდგეს. ეს სენატორები საქართველოს წინააღმდეგ მსგავსი ტიპის გამონათქვამებით ცნობილი არიან.

ასე გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენების განცხადებას ივანიშვილის დეპუტატი, ხალხის ძალის წევრი, ეკა სეფაშვილი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენები, სტივ კოჰენი და ფრედერიკა უილსონი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონი. 

ასევე, კონგრესმენების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით წერია, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის ამერიკულ FARA-ს კანონთან შედარება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

კომენტარები