გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერმა მაიკ პენსს წმიდა ნინოს ჯვარი აჩუქა

gov.ge

გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ შეხვედრაზე პრემიერმა მაიკ პენსს საჩუქრად წმიდა ნინოს ჯვარი გადასცა.

"გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პენსმა განიხილეს რეგიონალური გამოწვევები, გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და განმარტეს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას და აღნიშნეს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკული კომპანიების როლი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც აქტიურად განაგრძობენ თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები