არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძემ FACEBOOK-ზე კვლავ დაწერა, რომ შეჭირვებული ოჯახები მოინახულა

facebook

ქართული ოცნების დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ Facebook-ზე ისევ დაწერა, რომ ოზურგეთში, სოფელ ლაითურსა და ნარუჯაში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა.

"მთელი გულით შევიყვაროთ ეს ადამიანები. რაც ჩვენი შვილებისთვის გვინდა, ის მოვინდომოთ მათი შვილებისთვისაც. როგორც ჩვენ გამოვიდოდით სიღარიბიდან, ზუსტად იგივე გზა სჭირდებათ მათაც. ერთმა ერთ ოჯახს რომ ჩავკიდოთ ხელი, გავალთ სამშვიდობოს. #ისინიმარტოარარიან" - წერს თალაკვაძე. 

მსგავსი შინაარსის Facebook პოსტი პირველი შემთხვევა არ არის არჩილ თალაკვაძის მხრიდან. რამდენიმე დღის წინ მან დაწერა, რომ სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა, მანმადე კი დაწერა, რომ გზად ადამიანებს დაეხმარა

კომენტარები