50 წლის წინ აპოლოს ეკიპაჟის ასტრონავტმა "დედამიწის ამოსვლა" გადაიღო

0 კომენტარი
"აპოლო 8"-ს ეკიპაჟის წევრის, ბილ ანდერსის მიერ 1968 წელს გადაღებული დედამიწის ამოსვლა

50 წლის წინ "აპოლო 8"-ს მისიის ეკიპაჟის წევრმა უილიამ ანდერსმა, შობის წინა დღეს, დედამიწის საკულტო ფოტო გადაიღო. "დედამიწის ამოსვლამ" საფუძველი ჩაუყარა გარემოს დაცვის მოძრაობებს და ადამიანებს თავიანთი პლანეტის ახალი პერსპექტივა დაანახა. 

ამ ფოტოს გადაღებამდე ანდერსი მთვარის მეორე მხარის ლანდშაფტის ფოტოებს იღებდა გეოლოგებისთვის. "მთვარის მობეზრებას დიდი დრო არ დასჭირვებია. ის პლაჟის ბინძურ ქვიშას ჰგავდა. შემდეგ ჩვენ მოულოდნელად შევნიშნეთ ობიექტი სახელად დედამიწა. ის ერთადერთი ფერი იყო სამყაროში"- უთხრა ანდერსმა The Guardian-ს. 

"აპოლო 8" კენედის კოსმოსური ცენტრიდან 1968 წლის 21 დეკემბერს აფრინდა და მთვარის ორბიტას სამ დღეში მიაღწია. ხომალდმა მთვარეს წრე ათჯერ დაარტყა და შემდეგ უკან დედამიწაზე დაეშვა. "დედამიწის ამოსვლას" დაუყოვნებელი ეფექტი არ ჰქონია. მისი ფილოსოფიური მნიშვნელობა წლების განმავლობაში გამოვლინდა, მას შემდეგ რაც ნასამ ის საფოსტო მარკაზე მოათავსა და ჟურნალებმა Time და Life ის ეპოქის განმსაზღვრელ ფოტოდ მოიხსენია. 

"ფოტომ საკულტოს სტატუსი მოიხვეჭა. ადამიანებმა გაანალიზეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მყიფე პლანეტაზე და მას მოვლა სჭირდება."- ამბობს ანდერსი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები