თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული მოხატული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკში აფრიკული მოხატული ძაღლის 2 ლეკვი დაიბადა. ეს სახეობა, როგორც ზოოპარკის მიერ გავცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაშენების პირასაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამრავლება.

"რომ იმშობიარა დედამისმა, ვიცოდით, მაგრამ რამდენი გააჩინა, ან რა სქესის, დღემდე ვერ გავარკვიეთ. ბუნაგში ჰყავს პატარები შემალული და არავის აჭაჭანებს ახლოს. როგორც ჩანს, ამის დროც დადგა. რამდენიმე დღეა, რაც გარეთ გამოყვანა დაიწყო. ჯერჯერობით ორი ცალი გვაჩვენა. გამოსვამს ცოტა ხნით, მზეს მიაფიცხებს, გააგორ-გამოაგორებს, გაასუფთავებს, მუცლებს დაუმასაჟებს, მერე ჩაავლებს პირს და უკან, ბუნაგში აბრუნებს", - ამბობენ ზოოპარკში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები