49 წლის ნაომი კემპბელმა ვივიენ ვესტვუდის კამპანიაში მონაწილეობა პირველად მიიღო

0 კომენტარი
ნაომი კემპბელი ვივიენ ვესტვუდის კამპანიისთვის. ფოტო: Juergen Teller / Vivienne Westwood

49 წლის ნაომი კემპბელმა ბრიტანელი დიზაინერის ვივიენ ვესტვუდის კამპანიაში მონაწილეობა პირველად მიიღო - სარეკლამო ვიდეო 27 იანვარს გავრცელდა.

სუპერმოდელმა სულ პირველად ვივიენ ვესტვუდთან 33 წლის წინ ითანამშრომლა და მას მერე ის ხშირად გამოდიოდა დიზაინერის ჩვენებებზე, თუმცა კამპანიაში მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდა.

"მჯერა, რომ რაღაცები ცხოვრებაში მაშინ ხდება, როდესაც ეს საჭიროა. 33 წელი დამჭირდა, რათა ვესტვუდის კამპანია გამეკეთებინა და მიხარია, რომ ამას ჩემი ცხოვრების 49-ე წელიწადს ვაკეთებ. ეს უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც უნდა მოხდეს...", - თქვა ნაომი კემპბელმა.

ვიდეოში ნაომი კემპბელის გარდა, თავად ვივიენ ვესტვუდი, მისი დიზაინერი ქმარი ანდრეა კრონტარელი და მოდელი კანდიურა ფიშოურუ ჩანან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები